Contact Us

Piazza Management Office: +995 32 2601537 Mob: +995 571100310

mail: info@piazza.ge

Parnavaz Mepe str. 25, Batumi, Georgia.

Get In Touch

© 2019 by Piazza Management

1/5

დარეკეთ : +995 593 170675

შეუკვეთეთ ტორტი განსაკუთრებული დღისთვის!

მენიუ >
La Brioche

1/12

თუკი ბათუმში ყოფნისას იტალიური ყავის არომატს შეიგრძნობთ, ის თქვენ აუცილებლად პიაცაზე, ფრანგულ კაფე “La Brioche“-ში მიგიყვანთ. კაფე ბათუმის შუაგულში, ულამაზეს მოედანზე მდებარეობს. შეუდარებელი არქიტექურისა და ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დასხდნენ ღია კაფეში, რომელიც უშუალოდ მოედანზეა განთავსებული, ხოლო მათ, ვინც მყუდრო და წყნარ ატმოსფეროს ამჯობინებს, კოშკის მესამე სართულზე ელოდება მინი ბიბლიოთეკა, სადაც 700-ზე მეტი წიგნია წარმოდგენილი.

დაიწყეთ თქვენი დღე საუზმით “La Brioche“- ში. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ფაფა, შემწვარი კვერცხი, ერბო-კვერცხი, ოლადები, ბლინები, კრუასანი და რა თქმა უნდა, არაბიკას მარცვლებისგან.დამზადებული ყავა.

“La Brioche” ფრანგული სიტყვაა და ჰაეროვან, გემრიელ ფუნთუშას ნიშნავს. უკვე წელიწადზე მეტია, რაც იგი სრულებით ამართლებს თავის სახელს, რადგან ყველა ტკბილეულის მოყვარულმა კარგად იცის, რომ სწორედ “La Brioche” – ში შეუძლია იპოვოს ის, რასაც ეძებს. 30 სახეობის დესერტი და 17 სახეობის ყავა ყველაზე პრეტენზიული სტუმრის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს. ჩვენი კაფე ასევე გამოირჩევა პიცის, პასტის, სუპების, სალათების და სენდვიჩების ფართო არჩევანით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

 
MIMINO
მენიუ >

1/21
2013 წლის ივნისში პიაცაზე გაიხსნა ახალი ქართული რესტორანი „მიმინო“, რომელიც მაშინვე გახდა პიაცას სტუმრების საყვარელი ადგილი. რესტორნის ინტერიერი ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოხიბლავს. აქ უხვად შეხვდებით ფოტოებს ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფილმიდან „მიმინო“.
 
 
THE QUIET WOMAN

1/13

«The Quiet Woman» – პირველი ირლანდირუი პაბი ბათიმში, რომელიც 2011 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს პიაცას მოედანზე.
«The Quiet Woman» გთავაზობთ მაღალი ხარისხის ევროპულ სამზარეულოს და ჩამოსახმელი ლუდის ფართო არჩევანს
Guinness; Harp, Hoegaarden, Krombacher and London Pride.

ამასთანავე, გთავაზობთ 14 სახეობის ვისკის, ხოლო ჩვენი პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კერძი.

ყოველ შაბათ-კვირას პაბის არაჩვეულებრივ ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ცოცხალი მუსიკა და მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ტრანსლაციები დიდ ეკრანზე.

მენიუ >
MARCO POLO

1/4

ბათუმის ნამდვილ მარგალიტს, რესტორან „MARCO POLO“-ს, შეყავხართ ევროპული სამზარეულოს მომხიბვლელ სამყაროში. სპეციალურად ჩვენი სტუმრებისთვის ჩვენ საგულდაგულოდ შევარჩიეთ კერძების საუკეთესო რეცეპტები და შევკრიბეთ საფრანგეთისა და საქართველოს ღვინოების განუმეორებელი არომატული ბუკეტი. „MARCO POLO“-ს შიდა დეკორაციასთან შეხამებით, სადაც არ არის შემთხვევითი წვრილმანები, ხოლო თითოეული დეტალი – უნიკალური დიზაინისაა, თქვენთვის შექმნილია მყუდრო რესტორნის შესანიშნავი სახე ფრანგული შარმით. კიდევ ერთი სასიამოვნო სურპრიზი თქვენთვის იქნება პანორამული ხედი „MARCO POLO“-ს ფანჯრებიდან, საიდანაც იშლება პატარა იტალიის ნაწილი -– Piazza-ს მოედანი.

„MARCO POLO“-ს დახვეწილი ევროპული სამზარეულო და წყნარი გარემოს ფუფუნება განგაწყობთ არა მარტო საქმიანი შეხვედრებისა და ოჯახური ზეიმებისთვის, არამედ, რა თქმა უნდა, რომანტიკული შეხვედრისთვისაც.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ ვიცით ბრწყინვალე განწყობის საუკეთესო რეცეპტი და სიამოვნებით გაგიზიარებთ მას!

                                 

 

                                

BELLAMIA

1/15

იტალიური ჯელატერეა Bellamia უკვე პიაცაზეა. Bellamia-ს მსოფლიოს მასშტაბით 30-
მდე ობიექტი ფუნქციონირებს. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ 50 დასახელების
ჯელატო, სორბე და გრანიტა, ასევე უგემრიელესი დესერტები და ნამდვილი
იტალიური ყავა.