Contact Us

Piazza Management Office: +995 32 2601537 Mob: +995 571100310

mail: info@piazza.ge

Parnavaz Mepe str. 25, Batumi, Georgia.

Get In Touch

© 2019 by Piazza Management

ჩვენს შესახებ

ჩვენი სასტუმროები “Piazza butique”, “Piazza Inn” და “Piazza four colours” არის ლუქსის ტიპის სასტუმროები, რომლებიც განთავსებულია საქართველოს კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქში: მედეას, იასონისა და არგონავტების ოქროს საწმისის მოპოვების სამშობლო. ჩვენი ვარსკვლავური სტუმრების სიაში შედის სტინგი, პლაციდო დომინგო, მიშელ ლეგრანი, მეისი გრეი და მონაკოს პრინცი ალბერტ II. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, მდებარეობით და ვიცავთ ტრადიციებს, მაგრამ ამასთანავე გთავაზობთ კომფორტის უმაღლეს სტანდარტებს, მომსახურებას და თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ჩვენს სტუმრებს, მსოფლიოს ნებისმიერი მხარიდან.

ბათუმის სავიზიტო ბარათი, ადგილობრივებისა და სტუმარი ტურისტების შეხვედრის საყვარელი ადგილი Batumi Piazza აშენდა 2009 ძველი ბათუმის უბანში. სკვერის პროექტირების ავტორია ცნობილი ქართველი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე და ის წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ტრენდის ნაზავს და უნიკალურ ანსამბლს.

მოზაიკა

მოზაიკის ავტორია ქართველ-შვეიცარიელი დიზაინერი ნატალი
(ნატალია) დე პიტა-ამირეჯიბი [2]
მოზაიკა შეიქმნა 2010 წელს ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის
მიხედვით. მოზაიკა დამზადდა  აბუ-დაბიში , კომპანია „ფანტინი მოზაიჩის“
სახელოსნოში, [3]  და შემდეგ გადმოტანილი იქნა  ბათუმში . მოზაიკის ცალკეული
ნაწილები ერთ მთლიანობად აიწყო უკვე ადგილზე ათ დღეში 2010 წლის აგვისტოში.
პროექტს ხელმძღვანელობდა უშუალოდ ნატალი დე პიტა-ამირეჯიბი. ბათუმში
მოსამზადებელ სამუშაოებს უზრუნველყოფდა ქართული სამშენებლო კომპანია
„მონოლიტი“.
მოზაიკა შეიქმნა 1 კვ. სმ ზომის 88244735 დაჭრილი და დამუშავებული ფილებისაგან,
რომლებიც გაერთიანდა 1764895 სეგმენტში. მოზაიკის მასალაა  მარმარილო , რომელიც
შეგროვდა მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში. ზღვის ქალღმერთის იისფერი კაბა და
მეორე ქალღმერთის წითელი კაბის მუქი ნაწილი დამზადებულია კერამიკული
მასალისგან.
მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე
საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმა. მოზაიკის კომპოზიცია
წარმოადგენს სხვადასხვა  დიამეტრის  რვა წრეს, რომლებიც უშუალოდ ერთმანეთშია
მოთავსებული, რაც მოგვაგონებს წყლის ძაბრს ზღვის წყნარ ზედაპირზე. ყველა წრე
მორთულია სხვადასხვა ორნამენტული და ფიგურატული ელემენტებით.